აშშ-ში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისა და ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით აშშ-ში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 630000-სგადააჭრბა. გარდაცვლილია 30 400 ადამიანი.

პანდემიის ეპიცენტრად ისევ ნიუ-იორკის შტატი რჩება. აქ ბოლო 24 საათში იქ კორონავირუსით 752 ადამიანი გარდაიცვალა. ეს წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. ამასთან, შემცირდა ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობაც.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა და გამორიცხული არაა კარანტინის დასრულების შემდეგ, პირველ მაისამდე, რამდენიმე შტატი გაიხსნას და შეზღუდვების შემსუბუქების პროცესები დაიწყოს.