აშშ-ში COVID-19-ზე უსწრაფესი ტესტი შექმნეს

აშშ-ის ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ზე უსწრაფესი ტესტი შექმნეს, რომელიც პასუხს 5 წუთში იძლევა. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისი ცნობით, PCR-ტესტი, რომელიც ტესტირების "ოქროს სტანდარტი" არის, დიდ დროსა და ლაბორატორიულ შესაძლებლობებს მოითხოვს.

”ახლა, COVID-19 გამოვლენის ანტიგენზე დაფუძნებული, ახალი მეთოდი, რომელიც ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ლაბორატორიაშია შემუშავებული, ზუსტ პასუხს 5 წუთში აჩვენებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში მუშავდება ტესტი, რომელიც კორონავირუსს სწრაფი ამოსუნთქვისას, ალკოტესტერის პრინციპის მსგავსად გამოავლენს.