აშშ-ში ძლიერი ხანძრის გამო 120,000 ადამიანია ევაკუირებული

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ხანძრის გამო დაახლოებით 120,000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა.

გუბერნატორის განცხადებით, კალიფორნიის შტატში ხანძრის 367-დან  560-მდე კერა ფიქსირდება. ამ დროისათვის ხანძარი 312 ჰექტარის ფართობზე ვრცელდება. 

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 12 ათასი მეხანძრე-მაშველი, 88 ვერტმფრენი და სხვა დამატებითი ტექნიკა მონაწილეობს.

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.