აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის 177 552 შემთხვევა გამოვლინდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 177 552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში COVID-19 სულ 12 457 447 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ეპიდემიას შეერთებულ შტატებში კიდევ 1 448 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი261 841-ს შეადგენს.

ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.