აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ით 94,125 პირი დაინფიცირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 94,125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა DW იუწყება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში დაავადებას კიდევ 919 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 229,5 ათასს მიაღწია.

აშშ-ის მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი განხილვის მთავარ თემად რჩება. დემოკრატთა კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა არაერთხელ დაადანაშაულა თეთრი სახლის მოქმედი ხელმძღვანელი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, ინფექციის გავრცელებაზე კონტროლის დაკარგვაში. თავად პრეზიდენტმა, 20 ოქტომბერს, არიზონაში გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე, მოსახლეობას იმედი მისცა, რომ პანდემია მალე დასრულდება.