აშშ-ში ერთ დღეში COVID-9-ით 54,441 ადამიანი დაინფიცირდა

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 54,441 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 906 პაციენტი გარდაიცვალა. 

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში კორონავირუსი 7,3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი 208,700-ს აჭარბებს. 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2,8 მილიონს შეადგენს. 

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიამ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სულ მსოფლიოში ინფიცირების 34,6 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.