აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 41,844 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 41,844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 672 ადამიანი გარდაიცვალა.

შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლითა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 203,844 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, ქვეყანაში ინფიცირების 6.96 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4,22 მილიონს აჭარბებს.