აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 55 054 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 55 054 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 952 ადამიანი გარდაიცვალა.

შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლითა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 208,440 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, ქვეყანაში ინფიცირების 7,24 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4,48 მილიონს აჭარბებს.