აშშ-ში F-22 ჩამოვარდა - VIDEO

აშშ-ში მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი, F-22 ჩამოვარდა. ინციდენტი საწვრთნელი ფრენის დროს, ფლორიდაში მოხდა.

პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ დაღუპულა.

ინციდენტის მიზეზებს სპეციალური კომისია დაადგენს.