აშშ-ში, ღამის კლუბში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ AP იუწყება.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი გრინვილის ოლქში მდებარე კლუბში მოხდა.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 12 დაშავებულის შესახებ, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.