აშშ-ში გიგანტური კალმარი აღმოაჩინეს - VIDEO

იქთიოლოგების ჯგუფმა, მექსიკის ყურეში ჩატარებული კვლევების დროს, გიგანტური, 3.5-მეტრიანი კალმარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express წერს.

ექსპერტების აზრით, კალმარის ეს სახეობა ბრიტანეთის, ნორვეგიის, სამხრეთ აფრიკის, იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მახლობლად მდებარე წყლებში ბინადრობს.

მეცნიერთა მოსაზრებით, მისი სიგრძე, შესაძლოა, 12 მეტრამდე გაიზარდოს.

გიგანტური კალმარი წყალქვეშა ხაფანგმაც დააფიქსირა.