აშშ-ში ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 100 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც მეტად გადამდებ დელტა ვარიანტს უკავშირდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე მოქალაქეებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერული დოზების მისაცემად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 50% უკვე სრულად (ორჯერადად) არის აცრილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მესამე დოზის ინიციატივას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს და პრიორიტეტად მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანისთვის პირველი დოზით აცრას ასახელებს.