აშშ-ში, კაფეში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სწრაფი კვების ობიექტში Church's Chicken, რომელიც აშშ-ს ქალაქ სან-დიეგოში მდებარეობს, მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 დაიჭრა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჯერ ყალბი 100-დოლარიანით გადახდა სცადა. მას შემდეგ, რაც მოლარემ ბანკნოტი არ მიიღო, მამაკაცმა კაფე დატოვა, მოგვიანებით კი დაბრუნდა, იარაღი ამოიღო და ობიექტის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა. ამჟამად მასზე ძებნაა გამოცხადებული.