აშშ-ში კაპიტოლიუმთან შეიარაღებული პირი დააკავეს

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან შეიარაღებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ABC News იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილს თან იარაღი და სხვა საბრძოლო მასალები ჰქონდა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, საუბარია ვირჯინიის მკვიდრ უესლი ალან ბილერზე.

დაკავებისას ეჭვმიტანილს თან 500-ზე მეტი ვაზნა ჰქონდა. 

ბილერი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი იარაღის უკანონო შენახვაში ედება.