აშშ-ში ქარიშხალ "იდას" მსხვერპლთა რიცხვი 12 მდე გაიზარდა

აშშ-ში, ლუიზიანაში ქარიშხალ "იდას" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 12-ს მიაღწია. 

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში, რომელსაც "იდა" დაატყდა თავს, მომავალ კვირას, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა.

შტატის გუბერნატორის განცხადებით, ლუიზიანაში ქარიშხლის გამო 718 500 ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალ "იდას" მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ის ლუიზიანაში ქარიშხალ "კატრინას" მიერ გამოწვეული სტიქიის 16 წლისთავზე გამოჩნდა. "კატრინამ" 16 წლის წინ, 1 800-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.