აშშ-ში ქარიშხალი "დელტას" გამო 380 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ში, ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში ქარიშხალი "დელტა" მძვინვარებს. ძლიერი წვიმის გამო, ხელისუფლება დატბორვის საშიშროებაზე საუბრობს. 

ტეხასში 115 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხოლო ლუიზიანაში ელექტრომომარაგება - 270 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა.

"დელტა" 1 კატეგორიის ქარიშხლად ითვლება. მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე წამში 40 მეტრს აღწევს.