აშშ-ში ხელოვნური თაფლი შექმნეს

ამერიკულმა სტარტაპმა MeliBio-მ შეიმუშავა ხელოვნური თაფლი, რომელიც გემოვნებით, ტექსტურით და სიბლანტით ჩვეულებრივი თაფლის იდენტურია. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ თაფლის ანალოგი ვეგანურ ბაზარზე იქნება პოპულარული. ამის შესახებ Fast Company წერს.

MeliBio-ს აღმასრულებელი დირექტორის, დარკო მანდიჩის თქმით, ხელოვნური თაფლის წარმოება მან მწერებზე კომერციული მეფუტკრეობის ზემოქმედების შესამცირებლად გადაწყვიტა. მისი თქმით, მრეწველობას (პლიუს ისეთ გარემო ფაქტორებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება) მხოლოდ აშშ-ში ფუტკრის ასობით სახეობის განადგურება შეუძლია.

"ამიტომ MeliBio-მ თაფლის შემცვლელი შექმნა", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

პირველი მზა პროდუქტის გამოშვებას სტარტაპი 2021 წლის ბოლოს გეგმავს. მანდიჩის თქმით, ხელოვნური თაფლი ბუნებრივ თაფლზე იაფი იქნება.