აშშ-ში ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცი მოკლა, ცხედარის დამარხვა კი ცოლს აიძულა

აშშ-ში,  ნიუ-ჰემფშირში ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცი მოკლა, მისი  ცხედარის დამარხვა კი ცოლს აიძულა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 30 წლის არმანდო ბარონმა 25 წლის ჯონათან ამერატო გაიტაცა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედრის დამარხვა კი საკუთარ ცოლს აიძულა. 

ბარონს ბრალი ედება მისი მეუღლის, 31 წლის ბრიტანი ბარონის ცემისა და მუქარისთვისაც.

პარასკევს სასამართლო მოსმენა გაიმართა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს თავისუფლების სამუდამო აღკვეთა ემუქრება.