აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა 9 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 9 007 298 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 229 293 ადამიანი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.

აშშ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.