აშშ-ში კორონავირუსისგან პირველი ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი ადამიანი ემსხვერპლა. პაციენტი ვაშინგტონის შტატის კინგის ოლქიში გარდაიცვალა. ეს ქვეყნის ტერიტორიაზე COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 62 ადამიანს შეადგენს.