აშშ-ში კორონავირუსით 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

აშშ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს უსწრებს.

ბოლო მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ის 4079 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა რიცხვმა აშშ-ში 189,6 ათასს შეადგინა.

კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი, ვაიომინგის გარდა, ყველა შტატში დაფიქსირდა.