აშშ-ში კორონავირუსით 50 031 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში COVID-19 გარდაცვლილთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.

გარდაცვლილთა რიცხვი 50 031-ს შეადგენს, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 870 ათასს მიაღწია.

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა როგორც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით.