აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5316-მდე გაიზარდა - განახლებულია

აშშ-ში COVID-19 გარდაცვლილთა რიცხვი 5316-მდე გაიზარდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 226 ათასი შემთხვევაა დადასტურებული.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ნიუ-იორკშია. აქ 1374 ადამიანი გარდაიცვალა. ვაშინგტონის შტატის ქალაქი კინგი, სადაც 164 პაციენტი დაიღუპა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8826-მდე გაიზარდა. 

09:30

აშშ-ში იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დაინფიცირების 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 215 300-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში დაიღუპა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5110 გახდა. 

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. მას მოჰყვება იტალია დაინფიცირების 110574 და გარდაცვალების 13155 შემთხვევით.