აშშ-ში კორონავირუსით სამხედრო გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსით პირველის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, დაღუპული ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. კორონავირუსი მას 19 მარტს დაუდასტურდა. 21 მარტს ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 28 მარტს კი ის გარდაიცვალა.

"ეს ჩვენი სამხედრო საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგია", - განაცხადა მარკ ესპერმა.

პენტაგონის ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ინფიცირებული.