აშშ-ში მასწავლებელი 14 წლის მოსწავლის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში, ილინოისის შტატში მასწავლებელი 14 წლის სკოლის მოსწავლის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ New York Post იუწყება.

გამოცემის ცნობით, 24 წლის ქალმა მოზარდთან სქესობრივი კავშირი სულ მცირე ხუთჯერ დაამყარა.

მასწავლებელი მოსწავლეს საცვლებსა და საცურაო კოსტუმში გადაღებულ სურათებსაც უგზავნიდა. ერთ-ერთი ასეთი გზავნილი მოზარდის დედამ ნახა, რის შემდეგაც მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი შეადგინა.

სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს გაიმართება. მასწავლებელს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.