აშშ-ში მოზარდებმა გოგონა პირდაპირ ეთერში "ლაიქებისთვის" მოკლეს

აშშ-ში არასრულწლოვანს მოზარდის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Daily Dot ავრცელებს.

ინციდენტი ლუიზიანას შტატში, სავაჭრო ცენტრში Walmart მოხდა.

დაკავებულების ასაკი 12-დან 14 წლამდე მერყეობს.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა მოზარდმა 15 წლის გოგონას დანა დაარტყა, ინციდენტის სხვა მონაწილეები კი ამას Facebook-სა და Instagram-ში პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.

ერთ-ერთ ჩანაწერზე ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ჩადენილით ამაყობს.

მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაკავებულები მალე სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.