აშშ-ში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 3 პირი ემსხვერპლა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN იუწყება.

გამოცემის ცნობით, გეინსვილის აეროპორტიდან აფრენილი Cessna-182-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც დეიტონას (ფლორიდა) სანაპიროსკენ მიემართებოდა, ხევში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე გეინსვილის მეხანძრეები მივიდნენ და სამი გარდაცვლილი იპოვნეს. საწვავის გაჟონვის გამო, ავარიის ადგილის მახლობლად მდებარე სახლის მაცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა.