აშშ-ში ნარკოდანაშაულისათვის მექსიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

ლოს-ანჯელესში ნარკოტიკიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით მექსიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი სალვადორ სიენფუეგოსი დააკავეს.

სიენფუეგოსი, რომელსაც "ნათლიას" უწოდებდნენ, მინისტრის თანამდებობას 2012-2018 წლებში იკავებდა. 

მექსიკის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, 2015-2017 წლებში ამერიკაში განხორციელებულ ნარკონარკოდანაშაულებში და ნარკოკარტელიდან ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

ცნობისთვის, გასულ წელს ნარკოდანაშაულისათვის შეერთებულ შტატებში მექსიკის უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი გარსია ლუნუ დააკავეს.