აშშ-ში, პატიმრის სიკვდილით დასჯა ეპიდემიის გამო გადაიდო

აშშ-ში, კოროვირუსის პანდემიის გამო, ინდიანას საოლქო სასამართლომ პატიმრის სიკვდილით დასჯა გადადო. მოსამართლე ჯეინ მაგნუს-სტინსონმა 10 ივლისს, დაზარალებულთა ახლობლების მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომლებიც შეზღუდვების გამო, 13 ივლისს სიკვდილით დასჯას ვერ დაესწრებოდნენ.

2003 წლის შემდეგ, აშშ-ში ფედერალურ დონეზე, პირველი სიკვიდლით დასჯის შემთხვევაა. დამნაშავეს, სასიკვდილო განაჩენი 1999 წელს, 1996 წელს არკანზასში ჩადენილი დანაშაულის გამო გამოუტანეს. მან ყაჩაღობის დროს სამი ადამიანი მოკლა, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ქალიშვილი. 

გარდაცვლილთა ახლობლები, მიუხედავად ამისა, ეწინააღმდეგებიან განაჩენის აღსრულებას. მოკლულის დედამ, ირლინ პეტერსონმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც სასიკვდილო განაჩენის სამუდამო პატიმრობით შეცვლა ითხოვა.