აშშ-ში პიცის ცომში ნაპოვნი საპარსი პირების გამო მამაკაცი დააკავეს

აშშ-ში პიცის კომპანიის ყოფილი თანამშრომელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მომხმარებელმა პიცის ცომში საპარსი პირები აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

დაკავებული პიცერიია It'll Be Pizza-ის ყოფილი თანამშრომელი პიცის ცომს თავად ამზადებდა.

პოლიციის განცხადებით, მამაკაცს აღნიშნული ბრენდის სახელის გაფუჭება სურდა. ამ ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხმარებლებს, რომლებმაც ნებისმიერ მაღაზიაში 1 აგვისტოდან 11 ოქტომბრამდე It'll Be Pizza-ის პიცის ცომი Portland Pie და Portland Pie cheese შეიძინეს, თანხა უკან დაუბრუნდება.

საგამოძიებო უწყების ცნობით, Portland Pie-ის ყველანაირი პროდუქცია მაღაზიის თაროებიდან აღებულია და პროდუქციის დამზადება განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია.