აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოებში ანტივირუსული პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებში აცხადებენ, რომ კლინიკური კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ "რემდესივირმა" პაციენტების გამოჯანმრთელების დრო 5 დღით შეამცირა.
"რემდესივირი" არის COVID-19-ის პირველი სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც FDA-სგან თანხმობა მიიღო.
"ანტივირუსული პრეპარატით "რემდესივირით" მკურნალობა 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებს შეუძლიათ, რომელთა წონაც სულ მცირე 40 კილოგრამია. მისი გამოყენება მხოლოდ საავადმყოფოშია შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, "რემდესივირით" მკურნალობის ოფიციალური დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსზე "რემდესივირით" მკურნალობდნენ, 10 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ისინი, ვინჩ პლაცებოს იყენებდა - 15 დღეში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ანტივირუსულ პრეპარატ "რემდესივირს" მცირედი გავლენა არ მოუხდენია პაციენტების გადარჩენაზე, თუმცა ფარმაცევტულმა კომპანია "Gilead-მა" ეს კვლევის შედეგები უარყო.
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) "რემდესივირის" გამოყენება მხოლოდ გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის მაისში დაამტკიცა.