აშშ-ში რესტავრატორებმა ძველ წისქვილში მონეტები და წერილები აღმოაჩინეს

აშშ-ში, წისქვილის ისტორიულ შენობაში, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისშია აგებული, სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ძველი მონეტები და შეტყობინებები აღმოაჩინეს.

არქიტექტურული ძეგლი ნასაუს ოლქის ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს. სპეციალისტებმა წისქვილის კედელში რძის ბოთლი იპოვეს, სადაც იშვიათი 4 მონეტა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მშენებლებმა, რომლებმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში შენობები განაახლეს, ორი შეტყობინება დატოვეს.

ქაღალდზე ინგლისურად წერია, ერთის ავტორი პოეტის შვილიშვილი, ვილიამ ქალენ ბრაიანტია. მეორე იტალიურ ენაზეა, რომელსაც ერთ-ერთი გამომგონებლის ხელწერად ასახელებენ. მან ბეტონის სტილის სახურავი გამოიგონა. 

"მე მარცვლეულის წისქვილზე ვმუშაობდი. მახსოვხართ", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ცნობილია, რომ მონეტები და შეტყობინებები რესტავრაციის დასრულების შემდეგ, როდესაც წისქვილი გაიხსნება,  მუზეუმის ექსპოზიციაში გადაინაცვლებს.

შენობა აშშ-ის ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრის ჩამონათვალშია შესული. ეს წისქვილი 1790 წელს თავის დღიურში ამერიკის შეერთებულმა შტატების პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმაც კი ახსენა.