აშშ-ში რუსეთის ელჩი ბრუნდება

რუსულ მედიაზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონში ბრუნდება.

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ამერიკელ კოლეგებთან დაგეგმილი შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართება.

მოსკოვმა ელჩი მას შემდეგ გაიწვია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა. საკუთარი ელჩი კონსულტაციების საბაბით რუსეთიდან აშშ-მაც გაიწვია.

ელჩების დაბრუნების გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ჟენევაში გამართული სამიტის შემდეგ მიიღეს, რომელიც ორივე მხარემ შეაფასა როგორც პრაგმატული სამიტი.