აშშ-ში სკოლის მატჩზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა აშშ-ში სასკოლო მატჩის დროს განხორციელებული სროლის შედეგად.

სროლა ალაბამას შტატში, სკოლის საფეხბურთო ტურნირის დროს, მოედნის შესასვლელთან განხორციელდა. 

CNN-ის ცნობით, დაზარალებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად რთულია. 

პოლიციის ინფორმაციით, მომდინარეობს ორი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებისა და დაკავებისთვის საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.