აშშ-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ორეგონის შტატში, ქალაქ სალემში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებს შორის სროლა ატყდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა თავდამსხმელიც. 

ამ დროისთვის ინციდენტის დეტალები და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. 

მიმდინარეობს გამოძიება.