აშშ-ში ტორნადომ 2 ადამიანი იმსხვერპლა

აშშ-ში ტორნადოს შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას შტატ ჯორჯიაში ერთი გარდაცვლილის შესახებ ტელეარხი WSB TV ავრცელებს. მის ავტომობილს ხე დაეცა.

გაზეთი US Today ამავე შტატში კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ წერს. დაღუპული ქალია. ხე მის სახლს დაეცა.