აშშ-ში წვეულებაზე სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კოლორადოს შტატში დაბადების დღის წვეულებაზე სროლის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელიც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სროლა მოხდა ავტოსადგომზე საცხოვრებელ მანქანაში. დღესასწაულზე იუბილარის ოჯახის წევრები, მეგობრები და მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას მეგობარმა ბიჭმა ცეცხლი გახსნა.

"ამ საშინელმა მოქმედებამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბედნიეროდ, იქ მყოფ ბავშვებს არაფერი ემუქრებათ და ისინი ახლა ნათესავებთან ერთად არიან", - პოლიციის განცხადებაში.

ცნობილია, რომ თავდამსხმელმა მამაკაცმა თავი მოიკლა. თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია.