აშშ-ში თვითმფრინავი სახლს დაეცა, არის მსხვერპლი

აშშ-ში, მისისიპის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი WDAM ავრცელებს.

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.