აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ტენესის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი  ჩამოვარდა. რუტერფორდის ოლქის სახანძრო და სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა და სავარაუდოდ, მის ბორტზე მყოფი 7 ადამიანი იმსხვერპლა. 

CNN-ის ცნობით, მაშველებმა ამ დროისათვის Cessna C501-ის თვითმფრინავის მხოლოდ ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:35 საათზე მოხდა. Cessna C501-ის ტიპის მცირე ზომის თვითმფრინავი სმირნას აეროპორტიდან პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიფრინავდა. აფრენიდან მალევე, იგი პერსი პრისტის ტბაში ჩავარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.