აშშ-ში ვაქცინაცია მოსახლეობის 58%-ს ჩაუტარდა

თეთრი სახლის კორონავირუსის საკითხების  კოორდინატორმა, ჯეფ ზიენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიის კონტროლთან ახლოს არის. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ზიენტის თქმით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია ამერიკელების (18 წელს გადაცილებული პირების) 58%-ს  ჩაუტარდა. 

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ, რომ 4 ივლისამდე მოსახლეობის 70% აცრან. 

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექციების კიდევ ერთი ტალღა ნაკლებად სავარაუდოა.