აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ 55 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში Pfizer/BioNTech-სა და Moderna-ს მიერ შემუშავებული კორონოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ჯამში 55 ადამიანი გარდაიცვალა.  ამის შესახებ გამოცემა The Epoch Time აშშ-ის სამედიცინო დაწესებულებების მოხსენებებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პაციენტები ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში იღუპებოდნენ. ერთ-ერთი ვაქცინირებული, კოლორადოს მოხუცთა სახლის 66 წლის მკვიდრი დღისით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ცნობისთვის, 14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრილი 23 ადამიანის გარდაიცვალა.