აშშ-მ ჩეხეთში KC-135 Stratotanker ჩაიტანა

აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩეხეთში თვითმფინავი KC-135 Stratotanker ჩაიტანეს ხომალდი პარდუბიცეს ბაზაზი დაეშვა.

აშშ ბოინგ KC-135R-ს 1950 წლიდან იყენებს. თვითმფრინავი სხვა სამხედრო ხომალდების საწვავით მომარაგებას უზრუნველყოფს. მას 31 000 გალონი საწვავის ტრანსპორტირებ აშეუძლია.

KC-135 Stratotanker ჩეხეთში ოსტრავაში ნატო-ს დღეების ფარგლებში განთავსდება. წელს ღონისძიებები 21 და 22 სექტემბერს გაიმართება. მათში მონაწილეობას 15 ქვეყანა მიიღებს.

2 დღის განმავლობაში ნებისმიერი მსურველი მძიმე სამხედრო, საპოლიციო და სამაშველო ტექნიკას ნახავს, სპეცრაზმის მომზადების ტექნიკას გაეცნობა და ავიაშოუს ნახავს. დასწრება თავისუფალია.

შარშან ანალოგიური ღონისძიებებს ჩეხეთში 225 ათასი ადამიანი სტუმრობდა.