ასიმპტომურ პაციენტებს COVID-19-ის მიმართ ძლიერი იმუნიტეტი უნარჩუნდებათ

ევროპისა და სინგაპურის მოლეკულური ბიოლოგიის სამეცნიერო ჯგუფმა დაადგინა, რომ კორონავირუსის უსიმპტომო მატარებლებს დაავადების მიმართ ძლიერი იმუნიტეტი უნარჩუნდებათ.

”ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ასიმპტომურმა პაციენტებმა ვირუსული ცილების საპასუხოდ უჩვეულოდ ძლიერი იმუნური რეაქცია აჩვენეს. როგორც ჩანს, ისინი დაავადებას პროპორციულად დიდი რაოდენობით ანთების საწინააღმდეგო ცილის ინტერლეიკინი-10-ის წარმოქმნით უმკლავდებიან”, - ნათქვამია მოხსენებაში.

მკვლევარებმა ხუთასამდე უსიმპტომო პაციენტების სისხლის ნიმუშები შეისწავლეს და დააკვირდნენ, თუ როგორ ურთიერთქმედებდნენ მათი სისხლის უჯრედები SARS-CoV-2-ის ცილის ფრაგმენტებთან.

მანამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ასიმპტომური პაციენტების იმუნიტეტი COVID-19-ის მიმართ სუსტად რეაგირებდა, თუმცა აღნიშნული კვლევებით საპირისპირო მოსაზრება დამტკიცდა. კვლევებით დადგინდა, რომ ასიმპტომური პაციენტების T უჯრედები უფრო აქტიურად რეაგირებენ ვირუსზე, ვიდრე ჰოსპიტალიზებული პაციენტების. მათი ორგანიზმი უჩვეულოდ ბევრი მოლეკულა ინტერფერონ-გამას, ანტივირუსული ცილას, აგრეთვე სხვადასხვა ინტერლეიკინების წარმოქმნის.

ცნობისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს იმუნიტეტი 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ.