ასობით მიგრანტი ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის საზღვართან მივიდა. ვიდეოს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში ჩანს დაახლოებით ათასი მიგრანტი, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტყეში იმყოფება.
"მიგრანტთა ჯგუფი ამჟამად კუშნიცას მიდამოებში იმყოფება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მიგრანტები ლითონის ღობის წინ დგანან, რომელის მავთულხლართებით ორ სახელმწიფოს ერთმანეთისგან ჰყოფს. ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას ჯერ არ ცდილობენ.
პოლონეთის მხრიდან რამდენიმე ათეული მესაზღვრე ჩანს.