AstraZeneca ახალი შტამების საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლოს წარადგენს

ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ კორონავირუსის ახალი შტამების საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა,2021 წლის ბოლოს წარადგინოს.  ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

AstraZeneca-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია COVID-19-ისა სამხრეთ აფრიკული შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე უკვე მუშაობს.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ ნაკლებ ეფექტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.