AstraZeneca დელტა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

“AstraZeneca-ს“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ე.წ.“დელტა“ და "კაპა“ ვარიანტების წინააღმდეგ, რომლებიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა, ეფექტურია, - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიაზე დაყდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.

ახალი კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ანეიტრალებს “დელტა“ და "კაპა“ ვარიანტებს ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები.

კვლევა ეფუძნებოდა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულ ანალიზს, რომელმაც აჩვენა, რომ "Pfizer“ და "AstraZeneca-ს“ვაქცინები “დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 90%-ით ამცირებს.