AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები აშშ-დან იაპონიაში გასაგზავნად მზადაა

კომპანია AstraZeneca-ს ამერიკული ქარხნებიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აშშ-დან იაპონიაში გასაგზავნად მზადაა. ამის შესახებ გაზეთი Asahi იაპონიის ვაქცინაციის სამსახურის ხელმძღვანელის, ტომოო ტანაკიზე დაყრდნობით წერს.

ამასთან ტანაკას თქმით, იმპორტი ნელ-ნელა ადგილობრივი წარმოებით უნდა ჩანაცვლდეს. მაისში, სავარაუდოდ, შესაბამისი ორგანოების ნებართვის შემდეგ, ვაქცინების წარმოება იაპონიაშიც დაიწყება. ასე, წინა თვეში იაპონური ფარმაცევტული კომპანია Daiichi Sankyo Co-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება იწყება.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ხელისუფლებამ 120 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა, რაც 60 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას უზრუნველყოფს. დოზების უმეტესობას Daiichi Sankyo, JCR Pharma და სხვა ადგილობრივი ქარხნები აწარმოებს.