ასტრონომებმა იდუმალი გიგანტური პლანეტის სურათი გამოაქვეყნეს

ჰოლანდიელმა ასტრონომებმა გიგანტური პლანეტის YSES 2b პირველი სურათი. ის დედამიწიდან 360 სინათლის წლის დაშორებით, მზის ტიპის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ამის შესახებ Phys.org წერს.

დაკვირვება ტელესკოპების კომპლექს VLT-ის მეშვეობით ჩილეში მიმდინარეობდა.

YSES 2b არის გაზის გიგანტი, რომელიც იუპიტერზე ექვსჯერ მძიმეა. ის 110-ჯერ უფრო შორსაა მშობელი ვარსკვლავიდან, ვიდრე დედამიწა მზიდან. ითვლება, რომ მისი ასაკი მხოლოდ 14 მილიონი წელია.