ატლანტის ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

ატლანტის ოკეანეში, ამაღლების კუნძულის მახლობლად 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჯორჯთაუნიდან 211 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ამ დროისათვის მსხვერპლის და ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.