ათონის მთაზე რვა ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ათონის მთაზე რვა ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

უცხოური მედიის ცნობით, ინფიცირებულებიდან ერთი სასულიერო პირის მდგომარეობა მძიმეა, ის სალონიკის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მონასტერში კარანტინია გამოცხადებული. ათონის მთაზე მომლოცველების ჩასვლა შეზღუდულია.

ათონის მთაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა 29 მარტს გამოვლინდა.